суббота, 12 июня 2010 г.

თბილისური აივანი

სასწავლო-საგანმანათებლო პროექტი "თბილისური აივანი"
1.პროექტის სახელი: თბილისური აივანი
2. პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას თბილისის ისტორიის შესახებ. აგროვებენ ფოტომასალას აივნიანი შენობების შესახებ.
3. პროექტის სრული აღწერა: პროექტში მონაწილე ბავშვები იკვლევენ აივნიანი სახლების გამოჩენის ისტორიას, ვინ იყვნენ პირველი ხელოსნები, რა მასალით იგებოდა თბილისური აივნები.
4. მოსწავლეთა ასაკი: 12-15 წელი.
5. ვადების ხანგრძლივობა: 2010 წლის სექტემბრიდან 1 თვე.
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ინფორმაციის მოძიება, ვებ-გვერდების გაკეთება, მომზადება ექსკურსიისათვის, ერთმანეთის შეფასება და შენიშვნები.
7. მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები გაიუმჯობესებენ ცოდნას ისტორიაში, ხელოვნებაში, არქიტექტურაში, დიზაინში. განუვითარდებათ შემოქმედებითი და თანამშრომლობითი უნარი. შეიცვლება ღირებულებითი დამოკიდებულება.
8. სარგებელი სხვებისთვის: ეს პროექტი მისცემს ადამიანებს, გაეცნონ თავისი ქალაქის არქიტექტურულ ღირშესანიშნაობას (აივანს). პროექტის შედეგების(ბლოგები, ფოტოები) გაცნობა იმ ადამიანებისთვის, ვინც არ არის ჩართული პროექტში.
9. სამუშაო ენა: ქართული.
10. საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ინტეგრირებულია ისტორიასთან, ხელოვნებასთან, არქიტექტურასთან, დიზაინთან.
11. პროექტის ფასილიტატორი: შორენა გონაშვილი, 94-ე სკოლის პედაგოგი.
12.ფასილიტატორის ელ. ფოსტა: shgonashvili94@gmail.com
13.